top of page
  • Facebook
  • Instagram
  • YouTube

მიწოდების პირობები

 

ვებგვერდზე www.frenchwhisky.ge რეგისტრაციისას მომხმარებელი ქმნის საკუთარ პროფილს, უთითებს ელფოსტას, პაროლს და საკონტაქტო ნომერს. მომხმარებლის მიერ მოწოდებული მონაცემების კონფიდენციალურობა დაცულია კომპანიის მიერ.

პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ პროდუქტის აღწერას, მახასიათებლებსა და ფასებს.

ასაკობრივი შეზღუდვა

 

ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია წარმოადგენს ალკოჰოლურ სასმელებს, შესაბამისად ვებგვერდის გამოყენება და პროდუქციის შეძენა ნებადართულია მხოლოდ 18 წლის ან მეტი ასაკის პირებისთვის.

ვებგვერდზე შეკვეთის განხორციელებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის სრულწლოვანი (18+).

კომპანია უფლებას იტოვებს პროდუქციის მიწოდებისას მოითხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მომხმარებლის ასაკის დასადასტურებლად.

იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ შეკვეთის მიმღები არ არის სრულწლოვანი, კომპანიას უფლება აქვს უარი თქვას პროდუქციის გადაცემაზე.

ფასები

 

ვებგვერდზე მითითებული ფასები წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და მოიცავს შესაბამის გადასახადებს.

კომპანია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს პროდუქციის ფასები.

შეკვეთის განთავსება

 

შეკვეთის განთავსების შემდეგ მომხმარებელი მიიღებს შეკვეთის დადასტურებას SMS შეტყობინებით ან ელფოსტით.

შეკვეთის დამუშავების პროცესში კომპანიის წარმომადგენელი შესაძლოა დაუკავშირდეს მომხმარებელს შეკვეთის დეტალების გადასამოწმებლად.

მიწოდება

 

მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით შემდეგი პირობებით:

თბილისში მიწოდება იმავე დღეს (1–2 საათში):
20 ლარი
(თბილისის შემოგარენში მიწოდებას შესაძლოა დასჭირდეს მეტი დრო)

თბილისში მიწოდება მომდევნო დღეს:
15 ლარი

თბილისის შემოგარენი და რეგიონები:
მიწოდება 3–6 სამუშაო დღეში – 20 ლარი

300 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთის მიწოდება უფასოა.

შეკვეთების დამუშავების დრო

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 20:00 საათის შემდეგ განხორციელებული შეკვეთების დამუშავება იწყება მომდევნო სამუშაო დღეს 12:00 საათიდან.

მიწოდების დროის ათვლა დაიწყება შეკვეთის დამუშავების შემდეგ.

პროდუქციის დაბრუნების პირობები

 

ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება პროდუქციის დაბრუნების პირობებს.

პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • პროდუქტი არის ხარვეზიანი ან დაზიანებული

  • მიღებული პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთილ პროდუქტს

დაბრუნება არ განხორციელდება თუ:

  • დარღვეულია აქციზური მარკის მთლიანობა

  • პროდუქტმა დაკარგა სასაქონლო სახე

ხარვეზის დაფიქსირება

 

პროდუქტზე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ:

📞 551 16 52 76
✉️ info@frenchwhisky.ge

bottom of page